Posts Tagged With: 1

სასკოლო

შემოდგომის ქარიანი საღამო იყო. იმ დროს როცა მგლები სანადიროდ გამოდიან ტყეში ერთი პატარა ბავშვი დაიკარგა. ტყეში სეირნობისას შემოაღამდა… შეეშინდა, რადგან ტყეში ბევრ მგელია, მითუმეტეს ღამ-ღამობით… ტყის დარაჯიც არ იცოდა სად იყო.. თანდათან ბნელდებოდა… საშინლად აცივდა და ქარიც მთელი ძალით უბერავდა…. ისეთი საშინელი ამინდი იყო რომ ადამიანი სიცივისგან შეიძლება გაყინულიყო….მთვარეც არ ჩანდა… მალე ალბათ გაწვიმდებოდა კიდეც…ეს ბავშვი კი სულ მარტო იყო ტყეში… ვერ გადაეწყვიტა რა ექნა…. არც სახლის გზა იცოდა და არც ხეზე ასვლისა გაეგებოდა რამე… კიდევ უფრო აცივდა… საშველი არსაიდან არ მოჩანდა… ჰაერში მგლების ყმუილი ისმოდა… კიდევ რაღაც უცნაური ხმები…. საშიში… ამ დროს ბავშვს კი არა ხშირად უფროსებსაც ეშინიათ ხოლმე… ეს მგლების ყუილი არ იყო… ეს ყმუილი ძველი სასაფლაოდან ისმოდა, სადაც ადრე ხალხს წესიერად არ მარხავდნენ, მათი მშფოთვარე სულები კი ღამღამობით ტყეში დაბორიალებდნენ და საბრალო მგზავრებს აწიოკებდნენ… პატარამ მეტისმეტი შიშისგან ტირილი დაიწყო… უცებ მას ხმა შემოესმა.. ვიღაც რაღაცას ეუბნებოდა… ეს იყო მისი ტოლი ან ცოტა უფრო დიდი ბიჭი… – რატომ ტირი? – ჰკითხა მან – ბავშვს ძალიან გაუკვირდა ტყეში იმ დროს ადამიანი რომ ნახა… თან თავისი ტოლი.. – დავიკარგე და იმიტომ…. – ცრემლნარევი ხმით უპასუხა გოგონამ.. ამ დროს მან ცას ახედა და შეამჩნია რომ ცაზე მთვარე გამოსულიყო… სავსე მთვარე ლამაზ სინათლეს აფრქვევდა არე-მარეს… – სად ცხოვრობ? – ჰკითხა ბიჭმა – ტყის შემოსასვლელი ბილიკიდან სულ წინ და მარცხნივ… – უპასუხა გოგომ თან შიშნარევი თვალებით უყურებდა ბიჭს – წამო გაგიყვან ტყიდან … შესთავაზა ბიჭმა… – გოგონა სიხარულით დათანხმდა, მითუმეტეს რომ მან ტყიდან გასასვლელი გზა არ იცოდა და თან მარტოც არ იქნებოდა და ისე ძალიან აღარ შეეშინდებოდა… ბიჭმა გოგოს ხელი ჩაჰკიდა და წაიყვანა. მიდიოდნენ ჩუმად, მაგრამ ორივეს რაღაც უხაროდა… ისევ ციოდა, ქარიც ისევ და ისევ უბერავდა, მაგრამ გოგონას უწინდებურად აღარ სციოდა… როცა გოგონას სახლს მიუახლოვდნენ ბიჭმა უთხრა: – მეტს ვეღარ გამოგყვები, აი შენი სახლი, აქედან მარტოც მიაგნებ მას… – არ წახვიდე რა… – სთხოვა გოგონამ , მაგრამ ბიჭი ტყეში შებრუნდა და გაქრა… გოგონას ცოტა არიყოს გაუკვირდა, მაგრამ დიდხანს არ გაჩერებულა და გზა განაგრძო. მალე სახლიც დაინახა, სახლთან მას დედა ელოდებოდა. გოგონა შევიდა სახლში და დედას უამბო თავისი იმდღევანდელი თავგადასავალი, მაგრამ დედამ არ დაუჯერა, ან რას დაუჯერებდა როცა გოგონას სინამდვილეში უბრალო მოკვდავი კი არა, მთვარის შვილი დაეხმარა ტყიდან გასვლაში…

Categories: სასკოლო | ტეგები: , , , | 2 Comments

ME ! ME ! ME !

მინდა… რომ ბიჭი ვიყო… რატო? იმიტო რო ბევრ რამეს გავაკეთებდი… აი მაგალითად ძალიან მინდა შატალოზე წასვლა ^_^   მინდა მინდა მინდა…. კიდევ მინდა შუაღამემდე ეზოში ( ბირჟაზე) დგომა თან ისე რო არავინ არ გამიწყალოს გული სად ხარ? აღარ მოდიხარ? დაღამდა უკვე! ამოდი დროზე! – ესეთი ფრაზებით… 🙂 Continue reading

Categories: ME! | ტეგები: , , , | 2 Comments

ზდაროვა ბრატუხ.. ;)

 ბარო… ეს არი ჩემი პირველი პოსწიიი  მიხარია   აბა რაზე შეიძლება დავწერო… ნანანა ისევ ბლაბლაბლა ისევ არაფერზე… კაროჩე გამარჯობა რა 

Categories: გამარჯობა | ტეგები: , | 1 კომენტარი

Blog at WordPress.com.